პროფკავშირების ვარაუდით,რეალობა გაცილებით მძიმეა.დალუქვებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები,ზოგადად კრიზისი და დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი არგუმენტებით კომპანიებიდან თანამშრომლების დათხოვნა ქვეყნად უმუშევრობის მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის.ამასთანავე,ჯერჯერობით ვითარების გაუმჯობესება არ შეიმჩნევა.
უმუშევრობის ტალღამ გადაუარა სამშენებლო სექტორსაც.წარმატებულ პროექტებსაც კი დასაქმებაზე გავლემა არ მოუხდენია.ამ მხრივ კარგი მდგომარეობა არც ტრანსპორტის სფეროშია.არასაიმედოდ გამოიყურება მიგრაციის პროცესის მაჩვენებელიც,რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს.
უმუშევართა ზრდა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში,სერიოზული პრობლემებია საბერძნეთში,ესპანეთში,პორტუგალიაში. ბაზრობების,რესტორნების,აფთიაქების,ავტოგასამართი სადგურების და ბანკების გარდა,დღეს თითქმის არაფერი მუშაობს.პრობლემები შეეხო ყველა დარგს,სასოფლო თვითდასაქმების გარდა.
რაც შეეხება საკითხს,რამდენად შეძლებენახალი უმუშევრები საკუთარი უფლებების დაცვას და რა გამოსავალი აქვთ ადამიანებს,ექსპერტის დასკვნაც ამ შემთხვევაში არის უიმედო.
No comments:
Post a Comment