Wednesday, January 23, 2013

დასაქმება და უმუშევრობა

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ვიდრე ქალაქის მოსახლეობაში.საქართველოში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი, 2010 წელს 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში, 0,6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16,3% შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უმუშევრობის დონის შემცირებასთან ერთად, აღინიშნა მოსახლეობის აქტიურობისა და დასაქმების დონეების ზრდა. 2010 წელს 2009 წელთან მიმართებაში, აქტიურობისა და დასაქმების დონეები, შესაბამისად 0,6 და 0,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.თუმცა ეს იმასა არ ნიშნავს რომ ყველას აქვს სამსახურის დაწყების შესაძლებლობა პიზიკურად ამის საშუალება არ არის,რადგან ყოველი ის საწარმოო პუნქტი რომელიც იხსნება და წითელი ლენტით იჭრება 3 თვე ძლივს აგრძელებს პუნქქციონირებას.

No comments:

Post a Comment