Wednesday, January 23, 2013

უმუშევრობა და ნაცნობობით დამარცხებული ნიჭიერება

ყველაზე ცუდია, როდესაც რამდენიმე საფეხურს გაივლი მიზნამდე ერთი ნაბიჯიღა გრჩება და აღმოჩნდება, რომ გამარჯვების მაგივრად მიწაზე მაგრად ენარცხები და გამარცხებს არა კონკურსში მონაწილე ადამიანი, არამედ უფროსის ნდობით აღჭურვილი, ნათესავი თუ ნათესავის ახლობელი ტიპი…მახსენდება, ბოლო არჩევნებისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უმუშევრობა მისი მთავარი კონკურენტი იყო. მისი სხვა კონკურენტებისა რა მოგახსენოთ და  საქართველოში უმუშევრობა ჯერ კიდევ დაუმარცხებელია ( ნეტავ , ოდესმე მაინც თუ დამარცხდება). ვიღაც ვიღაცის ფანტი და კეთილის მსურველი მეტყვის, რომ საწარმოები თითქმის ყოველდღე იხსნებაო, მაგრამ დაფიქრდით, ამ დროსისათვის ზუსტი სტატისტიკაც კი არ არსებობს, თუ რამდენი ადამიანი დასაქმდა, თუნდაც ბოლო ერთი წლის მანძილზე. დასაქმებულთა რაოდენობას ვერც დიპლომებით გასაზღვრავთ, რადგან ეს უკანსაკნელი დღეს დასაქმების გარანტიას ნამდვილად არ წარმოადგენს. ზოგიერთს დიპლომი საპირფარეშოში თუ გამოდაგება და აღარც იქ…:)

1 comment:

  1. Playamo.de | Casino - DRMCD
    Playamo.de | Casino. Playamo.de 상주 출장마사지 is one 경상북도 출장안마 of the biggest 원주 출장마사지 gaming portals that 부천 출장마사지 you will be able 광주광역 출장샵 to discover on your mobile. You can access the casino's

    ReplyDelete